The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian VersionEnglish Version

 

 

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის პროგრამა.

“დიაბეტიან ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი” განკუთვნილია დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის. ცენტრში განთავსებულია თანამედროვე ფიტნეს ცენტრები, სპორტდარბაზი, სპორტ-კაფე და საკონფერენციო დარბაზები. ამჟამად სარეაბილიტაციო ცენტრში სპეციალურ მომზადებას გადიან 14-18 და 18-25 წლის გოგონები და ვაჟები. 2010 წ. დაგეგმილია მათ დაემატოს უმცროსი ასაკის ბავშვებიც. სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს დიაბეტიანი ბავშვების ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვების დროს (გლიკემიის კონტროლი ფიზიკურ დატვირთვამდე, დატვირთვის დროს და დატვირთვის შემდეგ). ხდება თითოეული მათგანისათვის დატვირთვის ინდივიდუალური სქემების დამუშავება.

ასოციაციის ბაზაზე შექმნილია სპორტული კლუბი “რუბიკონი”, სადაც დიაბეტიან ბავშვებთან და მოზარდებთან ერთად ვარჯიშობენ ჯანმრთელი ბავშვებიც, რაც მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაბეტიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის და ამ კუთხით სარეაბილიტაციო ცენტრი არის უნიკალური და უპრეცენდენტო მთელს მსოფლიოში.

მინი ფეხბურთის გუნდი “რუბიკონი”, რომელიც დაკომპლექტებულია ინტეგრაციის პრინციპით, უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობას იღებს სხვადასხვა შეჯიბრებებში და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევს. ბავშვების სპორტულ-გამაჯანსაღებელი ჯგუფებთან მუშაობენ მხოლოდ სპეციალურად მომზადებული ექიმი-ინსტრუქტორები, რაც აუცილებელია ფიზიკური დატვირთვების დროს ჰიპოგლიკემიური კომების თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

 


 

 

 
 
        Copyright © 2009