The selling of viagra online has been intended to make the lives of people simpler. Not everyone seems to be free to speak about their needs and therefore they order cialis online . Shops like casino assist them to keep up their privacy and purchase these merchandise casino online with out hesitation.
Georgian VersionGeorgian Version English Version

 

 

ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის შენახვა და გაცემა.

პროგრამით განსაზღვრულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ შეძენილი დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკის” წარმოების ინსულინების, ინსულინის ანალოგების, გლუკაგონის, შპრიც-კალმისტებისა და ნემსების შენახვა – დარიგება.

აღნიშნული ინსულინები და ინსულინის ანალოგები ინახება სპეციალურ სამაცივრო დანადგარში აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (5-8 Cº). ინსულინის, ინსულინის ანალოგებისა და გლუკაგონის გაცემა ხდება ასოციაციის ოფისიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის მშობელს არ შეუძლია ოფისში მისვლა, ზემოთაღნიშნული მედიკამენტები პაციენტებს მიეწოდებათ ოფისის თანამშრომლების მიერ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

0-18 წწ. ასაკის პაციენტები იღებენ ინსულინს და ინსულინის ანალოგებს პენფილებში. ასეთივე მომსახურების პაკეტით სარგებლობენ: ა) 18 წელს გადაცილებული ის დიაბეტიანი მოზარდები, რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ან არიან უსინათლოები), აქვთ თანდაყოლილი ცერებლარული დამბლა და უშაქრო დიაბეტი; ბ) ასოციაციის მიერ განხორციელებული ინტეგრაციის პროგრამაში ჩართული პაციენტები.

ა) და ბ) პუნქტებში ჩამოთვლილი პაციენტების ასაკი არ არის შემოსაზღვრული და იგი ვრცელდება მხოლოდ ასოციაციაში რეგისტრირებულ პაციენტებზე.

18-25 წწ. პაციენტებზე, რომლებიც ჩართულნი არიან რეაბილიტაციის პროგრამაში, გაიცემა ინსულინი 100 ერთ/მლ ფლაკონებში.

 

 


 

 

 
 
        Copyright © 2009